ხაშური მთელი ღამე სტიქიას ებრძოდა

ხაშური ჯერ ძლიერმა წვიმამ დააზარალა, შემდეგ – ძლიერმა ქარმა.
Sputnik

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. მთელი ღამის განავლობაში მოსულმა ძლიერმა წვიმამ ხაშურში პრობლემები შექმნა. წვიმის გამო დატბორილია საცხოვრებელი სახლების ეზოები და სარდაფები.

როგორც „Sputnik–საქართველოს" ხაშურის მერიაში განუცხადეს, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში ვითარება სტაბილურია და მიმდინარეობს ზარალის შესწავლა. შემთხვევის ადგილებში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა გუბერნატორი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რომლებიც უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ საველე სამუშაოებს.

1 / 5
ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგები ხაშურში
2 / 5
ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგები ხაშურში
3 / 5
ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგები ხაშურში
4 / 5
ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგები ხაშურში
5 / 5
ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგები ხაშურში

ძლიერმა წვიმამ მდინარე სურამელას ადიდებაც გამოიწვია, თუმცა კალაპოტიდან არ გადმოსულა.

ძლიერი ქარი თელავში – სახურავგადახდილი შენობები და დენის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა

ჯერჯერობით ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია.

დღეს დილიდან ხაშურში ძლიერი ქარიც ამოვარდა. როგორც ცნობილი გახდა, ქარმა მოგლიჯა ხეები და შენობებს სახურავები გადახადა.

ძლიერმა ქარმა დააზარალა ქვეყნის სხვა რეგიონებიც, მათ შორის თელავი და დედაქალაქი. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები შიდა ქართლში და ქვემო ქართლშიც.

როგორც „Sputnik–საქართველოს" ენერგოკომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას" პრეს–სამსახურში განუცხადეს, ტექნიკურმა სამსახურმა უკვე მოახერხა აბონენტების ნაწილისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. მათივე ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება და აბონენტებს სრულად ელექტროენერგია დღის ბოლომდე მიეწოდებათ.