თბილისში ქარი დღის ბოლომდე იქროლებს

სინოპტიკოსები თბილისში 4 გრადუს სითბოსა და წამში 25 მეტრი სიჩქარის ქარს პროგნოზირებენ.
Sputnik

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. თბილისში ქარიანი ამინდი მთელი დღე გაგრძელდება, მისი სიჩქარე წამში 20-25 მეტრი იქნება, აღნიშნულია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე.

ქარმა თბილისში ხეები წააქცია და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა

თბილისში ქარიშხალი მთელი ღამე მძვინვარებდა. მან ფესვებიანად მოგლიჯა ხეები, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და ავტომობილები, ასევე პარალიზებული იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა. აეროპორტში ქარის სიჩქარე წამში 31 მეტრს აღწევდა.

რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, ოთხშაბათს თბილისში საშუალოდ 4 გრადუსი სითბო იქნება.