რეკორდული ყინვები დაატყდა თავს აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილს. იხილეთ ფოტომასალაში, როგორ გამოიყურება ნიუ-იორკისა და ამერიკის სხვა ქალაქების ქუჩები შტორმი „გრეისონის“ შემდეგ.
ექსტრემალურ ამინდს 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა აშშ-ში, ორის კი კანადაში. აშშ-ისა და კანადის ზოგიერთ რაიონში, როგორც ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური ვარაუდობს, ტემპერატურა —29 გრადუსამდე დაეცემა.