საქართველოს ჩემპიონმა ფეხბურთში სეზონისწინა მზადება დაიწყო

2018 წლის სეზონის საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი მარტის პირველ რიცხვებში დაიწყება და ნოემბრის ბოლომდე გასტანს
Sputnik

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. საქართველოს ჩემპიონმა ფეხბურთში — ქუთაისის „ტორპედომ“ სეზონისწინა მომზადება დაიწყო საწვრთნელ ბაზაზე, რომელზეც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ნათქვამია კლუბის ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

„ტორპედოს“ საწვრთნელ ბაზაზე გარემონტდება ფეხბურთელთა ოთახები, მოედნებზე დამონტაჟდება განათება და ბაზას კიდევ ერთი სავარჯიშო მოედანი შეემატება.

გასულ სეზონზე „ტორპედომ“ ერთი ქულით გაუსწრო თბილისის „დინამოს“ და 15 წლის განმავლოობაში პირველად საქართველოს ჩემპიონი გახდა. ქუთაისის კლუბმა ქვეყნის უძლიერესი გუნდის ტიტული სულ ოთხჯერ მოიპოვა.