კახეთში შველზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს

სამართალდამრღვევს ჩამოერთვა კუთვნილი რეგისტრირებული სანადირო თოფი და დანაწევრებული შვლის ხორცი.
Sputnik

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხევგრძელის ხეობაში შველზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, სამართალდამრღვევს ჩამოერთვა კუთვნილი რეგისტრირებული სანადირო თოფი და დანაწევრებული შვლის ხორცი.

„მასალები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და გადაეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს", — ნათქვამია განცხადებაში.

ავტომობილში ორი მოკლული შველი აღმოაჩინეს

საქართველოში ცხოველებზე ინდივიდუალური ნადირობა აკრძალულია. ნადირობა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურ სამონადირეო მეურნეობებში, რომლის ლიცენზიას ბოლო დრომდე გარემოს დაცვის სამინისტრო გასცემდა. წლის ბოლოს გარემოს დაცვის სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეუერთდა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2013 წლიდან 2017 წლის ბოლომდე უკანონო ნადირობის დაახლოებით 2000-მდე ფაქტი დაფიქსირდა, რომელთაგან 20 შემთხვევაში საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის მუხლით არის აღძრული.

ბრაკონიერების სამიზნე სახეობებს განეკუთვნებიან შვლები, დათვები, ჯიხვები, ასევე გარეული ღორები, კურდღლები და არჩვები. რაც შეეხება სტატისტიკას ფრინველების შესახებ, ყველაზე სავალალო მდგომარეობა მწყერთან დაკავშირებით არის.