ფონიჭალაში დაკავებულ ნარკოდამნაშავეს უვადო პატიმრობა ემუქრება

პოლიციამ 43 შეკვრად დაფასოებული და ერთჯერადი მოხმარების შპრიცში მოთავსებული ჰეროინის ხსნარი ამოიღო.
Sputnik

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-მ განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - ვიდეოკადრები

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 43 შეკვრად დაფასოებული ფხვნილი, ასევე ერთჯერადი მოხმარების შპრიცში მოთავსებული 0,033 გრამი ჰეროინის ხსნარი ამოიღეს.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და ითვალისწინებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.