ქუთაისში საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირი აფეთქდა

შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
Sputnik

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ბუნებრივი აირი აფეთქდა.

საგანგაშო სტატისტიკა: ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო თბილისში 82 ადამიანი დაიღუპა

არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაშავებულია შუახნის ქალბატონი, რომელიც ბინაში მარტო ცხოვრობდა.

დაშავებული ამ დროისთვის სავადმყოფოშია გადაყვანილი.

აფეთქების შედეგად ჩაიმსხვრა მინები, ზარალის შესახებ სხვა ცნობები არ გავრცელებულა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში „Sputnik–საქართველოს" განუცხადეს, მოხდართან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 187-ე მუხლით — „სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია", რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.