პოპულარული რუმინული ჯგუფი Akcent თბილისში კონცერტს გამართავს

მუსიკოსი ანდრიან კლაუდიუ სინე დედაქალაქს 2018 წლის ტურნეს ფარგლებში ეწვევა
Sputnik

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. პოპულარული რუმინული პოპ-ჯგუფი Akcent თბილისში 2018 წლის 3 მარტს პირველად გამოვა. ანსამბლის კონცერტი დიდ საკონცერტო დარბაზში (ფილარმონია) გაიმართება.

მუსიკოსი ანდრიან კლაუდიუ სინე (Adrian Claudiu Sâna), რომელიც ანსამბლის ერთადერთი სოლისტია, დედაქალაქს 2018 წლის თავისი ტურნეს ფარგლებში ეწვევა

კონცერტის ორგანიზატორია კომპანია FIX Group. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ფილარმონიის სალაროებში, ასევე ონლაინ.