გასულ შაბათ-კვირას საქართველოს დედაქალაქი ძლიერმა ნისლმა მოიცვა და თბილისი საახალწლო განათებების ფონზე ზღაპრულ ქალაქად აქცია. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ გამოიყურებოდა ქალაქის ცენტრი ნისლში.
ნისლმა თბილისი შეცვალა — ქალაქმა დაკარგა ჩვეული კონტურები და იდუმალებით მოცულ ზღაპრულ ადგილად იქცა. ძლიერი ღრუბლიანობა და ნისლი, ჩვეულებრივ, ნალექს მოასწავებს, თუმცა თბილისში თოვლი, სინოპტიკოსების პროგნოზებით, მხოლოდ ხუთშაბათს წამოვა.