შოთიკო ნოზაძე: ვერიდებოდი სოციალურ ქსელში მისი ფოტოების ატვირთვას

მსახიობი შოთიკო ნოზაძე საუბრობს, რა შეიცვალა მის ცხოვრებაში მას შემდეგ რაც პირველი შვილი ეყოლა.
Sputnik

„ვერიდებოდი სოციალურ ქსელში მისი ფოტოების ატვირთვას. ძალიან კარგი ბავშვია, მშვიდი, წყნარი, აზრიანი. ის არის ჩემს ცხოვრებაში ნათელი წერტილია. ვხვდები, რომ სხვა განზომილებაში გადავედი“, ამბობს ნოზაძე.

მსახიობის თქმით, იგი ნელ-ნელა ეგუება ამ ყველაფერს და სწავლობს მამობას. სურს არ იყოს მკაცრი მამა და შვილი თავისუფლად, შეზღუდვების გარეშე გაზარდოს.