ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში შობის დღესასწაული აღნიშნეს

ბაგრამის საავიაციო ბაზიდან საქართველოს ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცეს.
Sputnik

თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა  საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის და ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეულის სამხედრო მოსამსახურეებმა შობის დღესასწაული აღნიშნეს, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო წირვა-ლოცვა 31-ე ბატალიონის კაპელანმა, მამა გობრონ ზივზივაძემ ქართველების მიერ მოწყობილ სალოცავში აღავლინა.

საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას შობას ულოცავს

„ქრისტეშობა არის მშვიდობის ხარება და სიყვარულის დადასტურება კაცობრიობისადმი.ამ დღეს სიყვარული ეფინება ყველას, ვისაც იგი სწამს და ვისაც იგი დავიწყებული აქვს. ქრისტეშობის მადლი და ძალა გფარავდეთ. ქრისტეშობას გილოცავთ, ჩემო საქართველო, ბაგრამის საავიაციო ბაზიდან“, — განაცხადა მამა გობრონმა.

საზეიმო ლიტურგიას  საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი არჩილ ომიაძე, ქართველი სამხედრო მოსამსახურეები და სხვადასხვა ეროვნების სამხედრო და სამოქალაქო პირები ესწრებოდნენ.