მამაკაცმა ნაჯახით შვილი მოკლა, ხოლო ცოლი დაჭრა – ტრაგედია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში

ქალბატონი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება.
Sputnik

თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში 6 იანვარს შუახნის მამაკაცი ცოლ-შვილს ნაჯახით თავს დაესხა, მომხდარის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. 

„ნათესავები რომ მოვედით, საშინელი სურათი დაგხვდა. არ ვიცით რა მოხდა. აგრესიულად არასდროს იყო ოჯახის მიმართ განწყობილი. ბოლოს რა დაემართა არაფერი ვიცით, ყველა გაოგნებულები ვართ“, — განუხცადა „Sputnik-საქართველოს“ ოჯახის ნათესავმა, რომან ახალაიამ. 

მესტიაში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მოკლეს

დაზარალებულები თავდაპირვერლად ჩხოროწყუს საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში. ექიმებმა შვილის გადარჩენა ვერ შეძლეს, ხოლო ქალბატონი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. მათივე ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი.