საქართველოს პირველმა პირებმა სომხური ეკლესიის მრევლს შობა და ნათლისღება მიულოცეს

სომეხთა სამოციქულო ეკლესია დღეს შობასა და ნათლისღებას აღნიშნავს
Sputnik

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. სომხური ეკლესიის მრევლს შობა და ნათლისღება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიულოცეს.

სომეხთა სამოციქულო ეკლესია ერთადერთია ქრისტიანულ ეკლესიებს შორის, რომელიც, უძველესი ტრადიციით, ქრისტეშობასა და ნათლისღებას ერთად აღნიშნავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომხური ეკლესიის მრევლს დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ სომეხი მოქალაქეების როლი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში უაღრესად მნიშვნელოვანია.

სომეხთა სამოციქულო ეკლესია დღეს შობასა და ნათლისღებას აღნიშნავს

„ჩვენ ერთად ვქმნით დემოკრატიულ, განვითარებულ და წარმატებულ სახელმწიფოს, სადაც ადამიანებს ექნებათ ყველა საშუალება თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებისთვის. ჩვენი სომეხი მოქალაქეების წვლილი ამ საქმეში უაღრესად მნიშვნელოვანია. ვუსურვებ მათ მშვიდობასა და კეთილდღეობას“, — აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სომეხ თანამოქალაქეებს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს მიულოცა და ქართველი და სომეხი ხალხების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აღნიშნა.

„ძვირფასო თანამოქალაქენო, გულითადად გილოცავთ შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს. ჩვენი ხალხების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა დასაფასებელი და მნიშვნელოვანია ჩვენი ერების მომავლისათვის. საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებს ყოველდღიურად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში“, — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა სომხური ეკლესიის მრევლს 2018 წელს ბედნიერება, მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.