ავღანეთში ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა კომბინირებულ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

სწავლებაში მონაწილეობა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის პირადმა შემადგენლობამ მიიღო.
Sputnik

თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში,  „მარმალის“ საწვრთნელი ბაზის  პოლიგონზე ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ შემუშავებული კომბინირებული სიტუაციური სწავლება ჩატარდა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

საქართველო და ავღანეთი: მშვიდობიანი მისია და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები

სწავლებაში მონაწილეობა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის პირადმა შემადგენლობამ მიიღო.

კომბინირებული სიტუაციური სწავლების მიზანს დასახლებულ პუნქტში მოწინააღმდეგის აღმოჩენა, საკვანძო ადგილმდებარეობის დაკავება, დაშავებული სამხედრო მოსამსახურისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების ჩატარება და მისი საჰაერო სამედიცინო ევაკუაცია წარმოადგენდა.

სწავლებაში ჩართული იყო გერმანიის შეიარაღებული ძალების საჰაერო სამედიცინო ჯგუფი. საჩვენებელი წვრთნის ფარგლებში ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა სწრაფი რეაგირების და უცხოელ პარტნიორებთნ ერთად კოორდინირებულად მოქმედების დემონსტრირება მოახდინეს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული სამშვიდობო მისიას მაზარ-ი-შარიფის ბაზა „მარმალზე“ 2017 წლის ივლისიდან ასრულებს. ასეულის უმთავრეს ამოცანას სამოქმედო არეალში პატრულირება წარმოადგენს.