ტურისტების დაუდევარმა საქციელმა მთაში ზვავი გამოიწვია – შედეგად ერთი ტურისტი დაშავდა

ტურისტებმა სრიალი იქ გადაწყვიტეს, სადაც სათხილამურო ტრასა არ არის, ამან კი სერიოზული შედეგები გამოიწვია
Sputnik

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. შსს–ს თანამშრომლებმა სვანეთში, კურორტ თეთნულდზე ექსტრემალი ტურისტი ზვავიდან გამოიყვანეს და გადაარჩინეს, ნათქვამია საქართველოს შსს–ს ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ექსტრემალური სპორტის ოთხი მოყვარული იმ ადგილას დაეშვა, სადაც სათხილამურო ტრასა არაა და ამით ზვავის პროვოცირება მოახდინა. სამმა უსაფრთხო ადგილზე გასვლა მოახერხა, ხოლო მეოთხე თოვლში ჩარჩა.

მაშველებისა და მოთხილამურე პატრულების მუშაობის წყალობით, მოხერხდა ტურისტის თოვლიდან გამოყვანა. დაშავებულს ფეხი აქვს მოტეხილი და მესტიის საავადმყოფოშია გადაყვანილი.