თბილისი, 4 იანვარი- Sputnik. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
„გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდეს გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით“,- აღნიშნულია განცხადებაში.
რაც შეეხება მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადააგილებას, გვირაბებში მათი მოძრაობა მხოლოდ ცალმხრივადაა ნებადართული.
ამასთან, საავტომობილო გზის 134-135კმ (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
„ყაზბეგი — ზემო ლარსი" საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე დღეისათვის ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია.