თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. 2018 წლის დადგომიდან ორი დღის განმავლობაში თბილისში საკვებითა და ალკოჰოლით მოწამვლის სიმპტომებით საავადმყოფოებში 39 ადამიანი მოათავსეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
სულ დედაქალაქში ინტოქსიკაციის სიმპტომებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების 172 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 115 ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შემთხვევა იყო. მათგან ჰოსპიტალიზაცია 32 პაციენტს დასჭირდა.
საკვებისგან მოწამვლის ნიშნების გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა 57 პაციენტს და აქედან შვიდი საავადმყოფოებში მოათავსეს.
ცენტრის ინფორმაციით, ინტოქსიკაციის დაახლოებით ამდენივე შემთხვევა დაფიქსირდა გასულ წელსაც.