ჩატაევის თანამზრახველის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

მაჩალიკაშვილი უკვე რვა დღეა რეანიმაციაში იმყოფება, ის ხელივნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
Sputnik

თბილისი, 2 იანვარი — Sputnik.  ახმედ ჩატაევის 19 წლის თანამზრახველის თამირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც პანკისის ხეობაში დაჭრეს, მძიმეა, იუწყება ტელეარხი Imedi მრავალპროფილური საავადმყოფოს ექიმ ზაზა ლურსმანაშვილზე დაყრდნობით.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს–ი) თანამშრომლებმა  სამშაბათს დააკავეს ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალმადოვი, რამაზ მარგოშვილი და ბადურ ჩოფანაშვილი. რაც შეეხება მეხუთე ეჭვმიტანილის – ტემირლან მაჩალიკაშვილს, ის მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება. როგორც სუს–ი აღნიშნავს, სპეცრაზმელებმა მას თავის არესა და მხარში მას შემდეგ ესროლეს, რაც შენიშნეს, რომ იგი ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა.  

ტერორისტ ჩატაევის თანამზრახველებს ბრალი წაუყენეს

ლურსმანაშვილის სიტყვებით, მაჩვენებლები რამდენიმე მიმართულებით გართულდა. მაჩალიკაშვილი უკვე რვა დღეა რეანიმაციაში იმყოფება, ის ხელივნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

ლურსმანაშვილმა განაცხადა, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მაჩვენებლები უცხოელ კოლეგებს გადაუგზავნა, თუმცა, აღნიშნულ მომენტში თბილისში მათი ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია არ მიუღია. ექიმის თქმით, პაციენტის ანალიზები რამდენიმეჯერ გაუარესდა და მისი წნევის შენარჩუნება სპეციალური მედიკამენტების საშუალებით ხდება.

კლინიკის მთავარი ექიმის განმარტებით, უცხოელი ქირურგების მოწვევა მაჩალიკაშვილის მდგომარეობას არ შეცვლის. პაციენტის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი კი თურქეთიდან და რუსეთიდან ნეიროქირურგების ჩამოყვანას მოითხოვს.

სასამართლო პროცესი 22 იანვარს არის ჩანიშნული, თუმცა ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ იგი შეიძლება გადაიდოს, რადგანაც ვერც ბრალდების მხარე და ვერც იურისტები აღნიშნული დროისთვის მომზადებას ვერ მოასწრებენ.

სუს–ის ინფორმაციით, გორნაკაშვილმა, ალდამოვმა, მარგოშვილმა, ჩოფანაშვილმა და მაჩალიკაშვილმა ჩატაევს და მის დაჯგუფებას დაეხმარნენ თურქეთიდან საქართველოში მალულად მოხვედრილიყვნენ და გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დაედოთ ბინა. მათი დაკავების მიზნით 21–22 ნოემბერს თბილისში მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა. შეიარაღებულმა დაჯგუფებამ სპეცრაზმს ცეცხლი გაუხსნა.

სპეცოპერაცია, რომელიც თითქმის ერთი დღე–ღამე გაგრძელდა, დასრულდა ორი პირის  – იბრაგიმ ადაშევისა და ასლანბეგ სოლტახმადოვის ლიკვიდაციით, ჩატაევმა კი თავი აიფეთქა. დაჯგუფების კიდევ ერთი წევრი ბორზიევი დააკავეს. ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქე იყო. სუს–ის მტკიცებით, ისინი საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „ტერორიზმის დაფინანსება", რაც ითვალისწინებს 17-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას.

სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სუს–ის სპეცრაზმის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი, სხეულის დაზიანებები მიიღეს სუს–ის ორი თანამშრომელი და შსს–ს ორი თანამშრომელი.