თბილისის ბიჭუნათა კაპელა „ნიჭიერის“ გამარჯვებული გახდა

კაპელის გამოსვლამ მოხიბლა როგორც ჟიური, ისე ტელემაყურებელი
Sputnik

თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. ტელეარხზე Imedi პოპულარული შოუ „ნიჭიერის“ მერვე სეზონის გამარჯვებული გახდა თბილისის ბიჭუნათა კაპელა და ახალგაზრდული გუნდი. 

პროექტის ფინალი გუშინ საღამოს გაიმართა. ფინალში ასევე გამოვიდნენ თემო ემინიდის ბურნაძე, ზაუდ დვალიშვილი, გიორგი კოტორაშვილი, ლევან ნინიძე, ბავშვთა ორკესტრი, იოსებ ბაჯო ტლაშაძე, სოფო ფარულავა, მარიამ შონია, კახაბერ ჭუმბურიძე და საცეკვაო ჯგუფი „მოზაიკა“.

ფინალურ შოუში კონკურსანტებს ხმა მისცა სულ 166 420–მა მაყურებელმა. აქედან ხმათა უმრავლესობა – 49,33% ბიჭუნათა კაპელამ მიიღო.

ფრედი მერკურის ჰიტმა თბილისელი ბავშვების შესრულებთ ინტერნეტი დაიპყრო

წელს „ნიჭიერის“ გამარჯვებულის მთავარი პრიზია ბინა თბილისში, ჭავჭავაძის გამიზრზე მდებარე მულტიფუნქციურ კომპლექსში. შოუს ლიდერები ასევე უზრუნველყოფილი იქნებიან ავეჯით.

პროექტის სხვა ფავორიტებმა – შემსრულებელმა მარიამ შონიამ და აკრობატმა იოსებ ბაჯო ტლაშაძემ პრიზები თბილისის ღია უნივერსიტეტისგან მიიღეს – მარიამმა 5 ათასი ლარი, ხოლო ბაჯომ – უნივერსიტეტში უფასო სწავლების შესაძლებლობა სტიპენდიით. ასევე მრავალი ძვირფასი პრიზი და ფულადი ვაუჩერი მიიღეს შოუს სხვა ფინალისტებმა.  

„ნიჭიერი" — ცნობილი ბრიტანული შოუს Got Talent-ის ქართული ანალოგია. პირველი „ნიჭიერი" საქართველოში ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში 2010 წლის თებერვალში გავიდა. „ნიჭიერის" ბოლო, მეშვიდე სეზონის გამარჯვებული მომღერალი ეკატერინე აბულაძე გახდა.

ტელეპროექტის მერვე სეზონის ჟიურის წევრები იყვნენ საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, მსახიობი რუსკა მაყაშვილი, მომღერალი და პროდიუსერი სტეფანე მღებრიშვილი, ასევე მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი.