თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თურქეთში 24 აგვისტოს ჩავა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ თეთრი სახლის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
უფრო ადრე ამ ვიზიტის შესახებ თურქეთის პრემიერ–მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა.
გარდა ამისა, უფრო ადრე გავრცლდა ინფორმაცია, რომ, თურქ ჩინოვნიკებთან შეხვედრებისთვის, 23–24 აგვისტოს იგეგმება თურქეთში აშშ–ის იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი, რომელიც მქადაგებელ ფეთჰულა გიულენის შესაძლო ექსტრადიციის საკითხზე მუშაობს. გიულენს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებენ. ამის შემდეგ მოსალდნელია თურქული დელეგაციის საპასუხო ვიზიტი ვაშინგტონში.
თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა 15 ივლისს ღამით მოხდა.