ამინდი საქართველოში: მაღალ მთაში -23 გრადუსია მოსალოდნელი

© FB / Goderdzi გოდერძის უღელტეხილი
გოდერძის უღელტეხილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარასკევს მაღალ მთაში და აღმოსავლეთ საქართველოში საკმაოდ აცივდება.

თბილისი, 7დეკემბერი— Sputnik. საქართველოში უახლოეს დღეებში ყინვა გაძლიერდება. სინოპტიკოსები ძლიერ თოვლსა და მაღალ მთაში ჰაერის ტემპერატურის მინუს 23 გრადუსამდე დაცემას გვპირდებიან.

8 დეკემბერი, ხუთშაბათი

დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოთოვს, ზოგან ძლიერად. მაღალ მათში ქარბუქია მოსალოდნელი. თოვლი აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც არის მოსალოდნელი. ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ქარი წამში 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.

დასავლეთ საქართველოში როგორც ღამით, ისე დღისით ბარში 0-5 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. მაღალ მთაში ღამით მინუს 15-10 გრადუსი იქნება, დღისით კი მინუს 9-4 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მინუს 5-0 გრადუსი, დღისით მინუს 3 პლუს 2 გრადუსი. მაღალ მთაში ღამით მინუს 15-10 გრადუსია მოსალოდნელი, დღისით კი მინუს 8-3 გრადუსი.

თბილისში ღამით მცირე თოვლი მოვა, დღისით ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. ღამით 0 გრადუსია მოსალოდნელი, დღისით კი პლუს 1 გრადუსი.

ფიფქი ჩვენი ხელებით - ავტორი ქეთი ჯანხოთელი - Sputnik საქართველო
გააფერადე ზამთარი, ანუ განწყობის მასტერ-კლასები

9 დეკემბერი, პარასკევი

დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექია მოსალოდნელი, ძირითადად, თოვლის სახით. ცვალებადი მოღრუბლულობა. აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს.

დასავლეთ საქართველოში ბარში ღამით მინუს 5-0 გრადუსია მოსალოდნელი, დღისით კი პლუს 2-7 გრადუსი. მაღალ მთაში ღამით მინუს 18-13 გრადუსი იქნება, დღისით კი მინუს 6-1 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მინუს 8-3 გრადუსი, ზოგან ჰაერის ტემპერატურა მინუს 15 გრადუსამდე დაეცემა. დღისით მინუს 3 პლუს 4 გრადუსი. მაღალ მთაში ღამით მინუს 20-15 გრადუსია მოსალოდნელი, ზოგან კი ჰაერის ტემპერატურა მინუს 23 გრადუსს შეადგენს. დღისით კი მინუს 7-2 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად, უნალექო ამინდი იქნება. ღამით მინუს 6 გრადუსია მოსალოდნელი. დღისით კი პლუს 4.

ყველა ახალი ამბავი
0