საქართველოში ჰაერის ტემპერატურის რეკორდი მოიხსნა

© photo: Sputnik / Stringerპარკი
პარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისსა და დასავლეთ საქართველოში 20 აპრილს ბოლო ათწლეულების ამინდის რეკორდი მოიხსნა, თუმცა ხუთშაბათს ძლიერი ქარი და კოკისპირული წვიმაა მოსალოდნელი.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ჰაერის ტემპერატურამ თბილისში 20 აპრილს 25 წლიანი რეკორდი მოხსნა, დასავლეთ საქართველოში კი ასეთი ცხელი ამინდი ბოლო 57 წლის განმავლობაში არ ყოფილა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში ოთხშაბათს +26,6° დაფიქსირდა, რაც უკანასკნელი მეოთხედი საუკუნის მაქსიმალური მაჩვენებელია.

სამტრედიაში კი ჰაერის ტემპერატურამ +33° მიაღწია, რაც ბოლოს 57 წლის წინ იყო დაფიქსირებული.

წვიმა - Sputnik საქართველო
საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

ფოთში +31,8° სიცხე იყო, რაც ბოლო 58 წლის რეკორდია.

ზუგდიდში თერმომეტრის სინდიყმა +31,3 გრადუსამდე აიწია, რაც ბოლო 27 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ამინდი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხუთშაბათს გაუარესდება და ღამით ძლიერი ქარი და კოკისპირული წვიმაა მოსალოდნელი. თუმცა შაბათს კვლავ გამოიდარებს.

ყველა ახალი ამბავი
0