დონალდ ტრამპის შვიდი ყველაზე ცნობილი გაელვება კინემატოგრაფში

გამოწერა
დონალდ ტრამპი მხოლოდ ბიზნესმენი და პოლიტიკოსი რომ არ არის, ამაზე აქტიურად მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც მან აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

ინტერნეტში კიდევ ერთხელ გამოჩნდა ვიდეო, რომელიც დონალდ ტრამპის მიერ კინოში შესრულებულ როლებზე მოგვითხრობს.

ეს ეპიზოდური როლებია — ტრამპი ამ ფილმებში კამეო, ანუ მიწვეული სტუმარი იყო ხოლმე.

მელანია ტრამპი - Sputnik საქართველო
აშშ-ის ახალი პირველი ლედის მელანია ტრამპის სამი ცნობილი ციტატა

და, მაინც, იქმნება შთაბეჭდილება, რომ დონალდ ტრამპმა საკუთარი საარჩევნო კამპანია 20 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო, ვინაიდან იმ ეპიზოდურ როლებში ის საკუთარ თავს განასახიერებდა ხოლმე.

სულ დონალდ ტრამპი ასზე მეტ ფილმში გამოჩნდა, რომელთაგან ყველაზე ცნობილია: „მარტო სახლში 2: ნიუ-იორკში დაკარგული“, „პატარა არამზადები“, „ზულანდერი“, „სიყვარული შეტყობინებით“, სერიალი „პრინცი ბევერლი-ჰილზიდან“, „ძიძა“, „სექსი დიდ ქალაქში“, „სპინ სითი“.

© სქრინშოტიტიტრები ფილმისა На Дерибасовской хорошая погода, или На Брайтон-Бич опять идут дожди
ტიტრები ფილმისა На Дерибасовской хорошая погода, или На Брайтон-Бич опять идут дожди - Sputnik საქართველო
ტიტრები ფილმისა На Дерибасовской хорошая погода, или На Брайтон-Бич опять идут дожди

საინტერესოა, რომ დონალდ ტრამპი ფიგურირებს კომედიური რეჟისორის ლეონიდ გაიდაის ფილმის На Дерибасовской хорошая погода, или На Брайтон-Бич опять идут дожди ტიტრებშიც.

ყველა ახალი ამბავი
0