საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეკარე შესაძლოა „ზენიტში“ გადავიდეს

© FB/ ПФК "Крылья Советов" - Самараგიორგი ლორია
გიორგი ლორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი ლორიამ, რომელიც სამარის „კრილია სოვეტოვში“ თამაშობს და ლიდერია საიმედოობის კუთხით, სეზონის დასაწყისიდან დარტყმების 90%-ის მოგერიება შეძლო.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების ძირითადი მეკარე გიორგი ლორია შესაძლოა ზამთარში სანქტ-პეტერბურგის „ზენიტში“ გადავიდეს, იუწყება პორტალი championat.com

„ზენიტის“ ხელმძღვანელობა გუნდის ამჟამინდელი მეკარის იური ლოდიგინის თამაშით უკმაყოფილოა და სრულიად შესაძლებელია, რომ ზამთრის ტრანსფერზე გუნდს ახალი მეკარე შეემატოს. 

სანქტ-პეტერბურგელები რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ და მათ შორის სამარის „კრილია სოვეტოვის“ მეკარე ლორიაც არის. საიმედოობის კუთხით ქართველი მეკარე საუკეთესოა – სეზონის დასაწყისიდან მის მიერ მოგერიებული დარტყმების რაოდენობამ 90% შეადგინა. 

საქართველო ირლანდიის საფეხბურთო მატჩი თბილისში 2014 წელს - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ირლანდიელებთან მატჩი წააგო

გასულ სეზონზე ლორიას შეეძლო გადასულიყო ლონდონის „ჩელსიში“, მაგრამ გარიგება ჩაიშალა სამუშაო ვიზის გაფორმებასთან დაკავშირებული სირთულეების გამო. ამასთან, მაშინ, როცა „ჩელსისგან“ წინადადება შემოვიდა, ლორიას უკვე ხელმოწერილი ჰქონდა კონტრაქტი „კრილია სოვეტოვთან“.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ლორიამ 34 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან 12-ში კარში არც ერთი ბურთი არ გაუშვია. ბოლო მატჩი ეროვნულ ნაკრებში ლორიამ მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს კარდიფში უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართა. მატჩი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურის ფარგლებში ჩატარდა და ფრედ 1:1 დასრულდა. 

ყველა ახალი ამბავი
0