საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ირლანდიელებთან მატჩი წააგო

საქართველო ირლანდიის საფეხბურთო მატჩი თბილისში 2014 წელს
საქართველო ირლანდიის საფეხბურთო მატჩი თბილისში 2014 წელს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა ფეხბურთელებმა მიმდინარე შესარჩევი ციკლის ფარგლებში, მეორე მატჩი წააგეს. შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 9 ოქტომბერს კარდიფში უელსის წინააღმდეგ გამართავს.

თბილისი. 7 ოქტომბერი — Sputnik. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის ფარგლებში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა დუბლინში ირლანდიის ნაკრებთან წააგო 0:1. გამარჯვების გოლის ავტორი 56-ე წუთზე ირლანდიის ნაკრებისა და ინგლისის „ევერტონის“ მცველი შეიმუს კოულმანი გახდა. 

შესარჩევი D ჯგუფის ორ სასტარტო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ორი მარცხი განიცადა. 

U-17 გუნდის ვარჯიში - Sputnik საქართველო
ქართველ 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარელებთან მატჩი წააგო

სექტემბრის დასაწყისში ვლადიმირ ვაისის გუნდმა თბილისში პირველი მატჩი ავსტრიის ნაკრებთან წააგო 1:2. შემდეგ შესარჩევ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 9 ოქტომბერს კარდიფში უელსის წინააღმდეგ გამართავს. 

ირლანდიასა და საქართველოს შორის შეხვედრის გარდა D ჯგუფში კიდევ ორი მატჩი გაიმართა: სერბეთმა გასვლითი მატჩი მოიგო მოლდოვასთან 3:0, ხოლო ავსტრიამ შინ ფრედ ითამაშა უელსთან 2:2. 

ყველა ახალი ამბავი
0