თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. თურქეთის საერთაშორისო ტურნირში საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა რუმინეთის გუნდს ანგარიშით 12:9 მოუგო.
იოვა პოპოვიჩის გუნდისთვის ეს წარმატება ამ ტურნირში მეორეა. პირველ ტურში ქართველმა სპორტსმენებმა მასპინძლები ანგარიშით 14:10 დაამარცხეს.
ტურნირის გამარჯვებული საქართველოსა და ჰოლანდიის ნაკრებების ორთაბრძოლის შემდეგ გამოვლინდება.
თურქეთის ტურნირი ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპია, რომელიც სერბეთის დედაქალაქში 2016 წლის იანვარში ჩატარდება. საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეორედ მიიღებს მონაწილეობას კონტინენტთაშორის ჩემპიონატში, რომელშიც ქართველი წყალბურთელების მოწინააღმდეგეები „ცე“ ჯგუფში იქნებიან იტალიის, რუმინეთისა და გერმანიის ნაკრებები.