თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. თოვლისა და ლიპყინულის გამო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში რიგ ავტომაგისტრალებზე სპეციალური რეჟიმები დააწესა, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 30-188 კმ (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ანალოგიური შეზღუდვები მოქმედებს ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის 16-29 კმ, ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 68-125 კმ, ასევე ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 21-65 კმ მონაკვეთებზე.
ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის 1-22 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 87-106 კმ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

