გოგო თუ ბიჭი - რომელს ანიჭებენ უპირატესობას საქართველოში

გამოწერა
გაეროს მოსახლეობის ფონდის ანგარიშის თანახმად, საქართველოში მოსახლეობის 46%-ის სურვილია ვაჟი შეეძინოს, ბავშვის სქესს კი მნიშვნელობა არა აქვს მხოლოდ 45%-სთვის.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) კვლევამ აჩვენა, რომ ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობის 46% უპირატესობას ვაჟს ანიჭებს, ხოლო 45%-სთვის სქესს მნიშვნელობა არა აქვს. ქალიშვილის ყოლა 9%-ს სურს.

გაეროს მოსახლეობის ფონდმა მსოფლიოში მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ 2016 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში გოგონების 14% 18 წლამდე გათხოვდა. თუმცა, მონაცემები, შესაძლოა, არასწორი იყოს, რადგან ადრეულ ქორწინებას ხშირად ოფიციალურად არ არეგისტრირებენ.

ამასთან, ადრეულ ასაკში დაქორწინებული ვაჟების რაოდენობა ბევრად მცირეა.

ქალი ბავშვით - Sputnik საქართველო
ფსიქოლოგი: საუკეთესო ექსპერტი ძიძის შეფასებისას თქვენი ბავშვია

გაეროს ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ადრეული ქორწინება, ორსულობა მოზარდობისას და გენდერული უთანასწორობა გოგონების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

ანგარიშში ნათქვამია, რომ გარდატეხის ასაკი გოგონებს 10 წლიდან ეწყებათ, ამიტომ ეს პერიოდი მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

„ჩვენ რეგიონში ათი წლის გოგონა ცხოვრების გზაჯვარედინზე დგას. ის, თუ რა გზას აირჩევს, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისთვის, არამედ ჩვენი ცხოვრებისთვისაც. ჩვენ ყველა მაშინ ვიქნებით გამარჯვებული, როდესაც გოგონა — ასეულობით გოგონა, მათი მთელი თაობა შეძლებს საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენას: ამით ძლიერდება კაცობრიობის კაპიტალი, იზრდება ეკონომიკა და მდიდრდება ქვეყანა“, — განაცხადა გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულმა დირექტორმა ალან არმიტაჟმა.

ანგარიშის ავტორები დარწმუნებული არიან, რომ ვითარების გაუმჯობესებისა და მოზარდების განვითარების შესაძლებლობისთვის უნდა აიკრძალოს ადრეული ქორწინება, ჩატარდეს ტრენინგები ცხოვრებისეული ჩვევების შესახებ, ამოიძირკვოს არსებული დოგმები და სტერეოტიპები, დაცული იყოს გენდერული თანასწორობა და ა.შ.

მსოფლიოს წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევაა – მივაღწიოთ იმას, რომ რაც შეიძლება მეტმა გოგონამ, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, შეძლოს განვითარება და სათანადო განათლების მიღება.

ყველა ახალი ამბავი
0