22:06 08 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
ემზარ ჯგერენაია
© FB/Emzar Jgerenaia

ემზარ ჯგერენაია: უძრავ ქონებაზე ფასები 25%-ით დაეცა

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
112 0 0

თუ ლარი ვარდნას განაგრძობს, უძრავი ქონების ბაზარზე სიტუაცია უფრო გაუარესდება, განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ემზარ ჯგერენაიამ.

„მოსახლეობის დაბალი მსყიდველობითი უნარის გამო უძრავი ქონების ბაზარზე მიწოდება მოთხოვნას აჭარბებს. წლის დასაწყისიდან ფასებმა უკვე მეოთხედით დაიწია. ბაზარზე საკმაოდ რთული სიტუაციაა“, – აღნიშნა ემზარ ჯგერენაიამ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წლის სექტემბერში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, 10.6%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 54 265 ერთეული შეადგინა. წინა თვესთან შედარებით კი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 3.9%-ით შემცირდა.

მთავარი თემები