16:13 04 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
ექსპერტი ვახტანგ მაისაია
თ. ჩოჩუა

მაისაია: რეგიონში საქართველოს ყველაზე მცირერიცხოვანი არმია ეყოლება

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
40 0 0

37 000 სამხედრო მოსამსახურე ქვეყნის დასაცავად საკმარისი არ არის, მიაჩნია სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას.

„უსაფრთხოების პარამეტრებით ჩვენ მეზობელ სახელმწიფოებს სერიოზული ტემპებით ჩამოვრჩებით", — აღნიშნა მაისაიამ.

2017 წლისთვის სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა არაუმეტეს 37 000 კაცით განისაზღვრება. აღნიშნული რიცხოვნობით არაფერი იცვლება, რადგან როგორც მიმდინარე წელს, ასევე გასულ წლებში სამხედრო ძალების რაოდენობა არაუმეტეს 37 000 კაცით იყო განსაზღვრული.

შეიარაღებული ძალების რიცხოვნობას საბოლოოდ პარლამენტი დაამტკიცებს.

მთავარი თემები