თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის მსვლელობისას ამომრჩევლის გამოცხადებამ 12:00 საათისთვის 12,71% შეადგინა.
საქართველოს 50 ერთმანდატიან ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დაიწყო. ძირითადი კონკურენტები არჩევნებზე არიან „ქართული ოცნებისა“ და ენმ-ის დეპუტატობის კანდიდატები.
„12:00 საათის მონაცემებით, 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 315 009-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 12,71%-ია“, — განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე.
