„Sputnik საქართველო“ თუმანიშვილის თეატრში ბილეთებით დაგასაჩუქრებთ

© Sputnik / Alexander Imedashviliმიხეილ თუმანიშვილის თეატრი
მიხეილ თუმანიშვილის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიყვართ თეატრი? დადიხართ თუ არა სპექტაკლების სანახავად? Sputnik-ი საკუთარ მკითხველებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, დაესწრონ საინტერესო სპექტაკლს.

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. „Sputnik საქართველო“ აცხადებს კონკურსს: პირველი ორი მონაწილე, რომელიც Sputnik-ის კითხვებს სწორად უპასუხებს, ორ-ორ მოსაწვევს მიიღებს სპექტაკლზე „არ გვიხდიან?! არ გადავიხდით!".

სცენა სპექტაკლიდან DANCING ABOUT - Sputnik საქართველო
ბერლინის „ფოლკსბიუნეს“ თეატრი თბილისში უსიტყვო სპექტაკლს წარმოადგენს

სპექტაკლი დარიო ფოს ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით რეჟისორმა მიკელე პანელამ დადგა. სცადეთ ბედი „Sputnik საქართველოს“ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

სპექტაკლის ჩვენება 12 ნოემბერს, 20:00 საათზე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „საჩუქრის“ (GIFT) ფარგლებში კინომსახიობთა თეატრში გაიმართება. „Sputnik საქართველო“ 2016 წელს ფესტივალ GIFT-ის ღონისძიებების საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორი გახდა.

კონკურსში მონაწილეობისთვის საკმარისია გვერდი მოიწონოთ, პუბლიკაცია გაიზიაროთ ჰეშთეგით #sputnikgift და #Sputnik-ის რედაქციის მიერ შემოთავაზებულ ორ კითხვას სწორად უპასუხოთ.

კონკურსის შედეგები 11 ნოემბერს, 18:00 საათზე შეჯამდება. თვალი ადევნეთ „Sputnik საქართველოს“ სიახლეებს.

ყველა ახალი ამბავი
0