მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ჩემპიონატი ჩატარდება

© photo: Sputnikრა? სად? როდის? მსოფლიოს ჩემპიონატი
რა? სად? როდის? მსოფლიოს ჩემპიონატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის გუნდს შეუძლია.

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ მეხუთე ჩემპიონატი საქართველოს სკოლის მოსწავლეებისთვის 23 აპრილს დაიწყება, განაცხადეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს 73 მუნიციპალური და რაიონული ცენტრი მიიღებს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მასშტაბური პროექტის „ინტელექტის დღე 2016“ ფარგლებში ჩატარდება.

მსოფლიო ჩმეპიონატი თამაშში რა? სად? როდის? - Sputnik საქართველო
მსოფლიო ჩემპიონატი თამაშში „რა? სად? როდის?“ თბილისში გაიმართა

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ზოგადსაგანმანათლებლო (კერძო ან სახელმწიფო) სკოლის გუნდს. ერთი სკოლიდან რეგისტრირება მხოლოდ ერთ გუნდს შეუძლია.
ფინალისტები ერთმანეთს თბილისში 15 მაისს შეხვდებიან.

ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველი გუნდები უნდა ეწვიონ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდს ან შეავსონ აპლიკაცია ამ მისამართზე.

განაცხადები მიიღება 17 აპრილს 18:00 საათამდე.

ყველა ახალი ამბავი
0