Elevand-ი ხელს შეუწყობს ქართული ფინტექ-ეკოსისტემის პოპულარიზაციას

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშისინგაპური
სინგაპური - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2024
გამოწერა
ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს საბანკო სექტორი რეგიონში ლიდერია გაციფრულებისა და ფინტექებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით.
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი და სინგაპურული ორგანიზაცია Elevand-ი ფინანსური ტექნოლოგიების ინდუსტრიაში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაზე შეთანხმდნენ, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ და Elevand-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პატ პატელმა ურთიერთგაგების შესახებ მემორანდუმს ხელი აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში მოაწერეს.
აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას საქართველო 2 მაისიდან 5 მაისის ჩათვლით მასპინძლობს. საერთაშორისო ფორუმში 68 ქვეყნის 4 ათასამდე დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის ADB-ის პრეზიდენტი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები.
„მემორანდუმის მიზანია საქართველოს ეროვნულ ბანკსა და Elevand-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. მემორანდუმის მიხედვით, მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას სამომავლო თანამშრომლობისათვის, რათა ჩამოაყალიბონ თანამშრომლობის საფუძველი განვითარების მხარდასაჭერად, რამაც ხელი უნდა შეუწყო ცოდნისა და გამოცდილების ეფექტურ გაზიარებას ფინანსური ტექნოლოგიების ინდუსტრიაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღიარებენ რა საქართველოს პოტენციალს „შუა დერეფანში“, მხარეები განიხილავენ ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობას საქართველოს, როგორც რეგიონული ფინტექ-ჰაბის მხარდასაჭერად. სწორედ ამ მიზნით ორგანიზაცია თანახმაა მხარი დაუჭიროს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც საქართველოს ფინტექ-ეკოსისტემის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
მხარეები გეგმავენ ერთობლივად მოაწყონ პირისპირ და ვირტუალური ფორმატის სემინარები და ტრენინგები, რომლებიც საქართველოში არსებული და პერსპექტიული ფინტექ კომპანიების ცნობიერებისა და ცოდნის გაზრდაზეა მიმართული.
მემორანდუმის მიხედვით, მხარეები იღებენ ვალდებულებას მოაწყონ მრგვალი მაგიდის დისკუსიები და ფორუმები, რომლებიც გააერთიანებს მარეგულირებელი ორგანოების, პოლიტიკის სფეროს წარმომადგენლებს, დარგის ლიდერებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს ფინტექის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობების შესასწავლად, გამოწვევების მოსაგვარებლად და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს ხელშესაწყობად.
Elevand – სინგაპურის მონეტარული ორგანოს (Monetary Authority of Singapore) მიერ დაარსებული არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც მთავრობის, ბიზნესის, საგანმანათლებლო წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან ურთიერთობით ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას ნოვატორული ტექნოლოგიების, მათი გამოყენებისა და დანერგვის მიმართულებით.
ყველა ახალი ამბავი
0