თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს: დაკავებულია 6 პირი

© photo: Sputnikხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2024
გამოწერა
დანაშაული შვიდ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს
თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე 6 პირი დააკავა, ხოლო ერთი კი ამხილა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სავარაუდო დამნაშავეთა დაკავების ოპერაცია თბილისში, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში ჩატარდა.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 32-დან 60 წლამდეა, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები არიან.
დაკავებულთა პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია: სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, პისტოლეტები, ცივი იარაღი, სანადირო თოფი, გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ აბრეზი, ამფეთქი ფალია, ხმის ჩამხშობი მაყუჩი, მჭიდები და ვაზნები.
გამოძიება სსკ-ის 236-ე და 11 პრიმა 151-ე და 273-ე (პრიმა) მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0