ახალი ბინების ფასები თბილისში იზრდება - ახალი სტატისტიკა

© Sputnik / Alexander Imedashviliმშენებარე კორპუსი
მშენებარე კორპუსი - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2024
გამოწერა
2024 წლის პირველ კვარტალში ერთი კვადრატული მეტრი ე.წ. შავი კარკასის საშუალო ფასი ახლად აშენებულ კორპუსებში 2.849 ლარს შეადგენდა.
თბილისი, 24აპრილი — Sputnik. თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი 2024 წლის პირველ კვარტალში 13%-ით გაიზარდა, ხოლო 2023 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ფასები 1,1%-ით გაიზარდა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების ინდექსი ფასების დინამიკას ასახავს და მოიცავს ახლად აშენებულ და მშენებარე უძრავ ქონებას თბილისში.
2020 წლის საშუალო წლიურ მაჩვენებელთან შედარებით, თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი პირველ კვარტალში 41,3%-ით გაიზარდა.
„საქსტატის" მონაცემებით, ახალაშენებული ბინების ფასების ზრდამ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, გასული წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 1,2% შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით - 12,9%.
ბინების ფასები ახალაშენებულ კორპუსებში

რაიონი

კვადრატული მეტრის საშუალო ღირებულება, ლარი

მთაწმინდა

5 578

ვაკე

4 866

საბურთალო

3 837

კრწანისი

3 585

ჩუღურეთი

3 473

დიდუბე

3 446

ნაძალადევი

3 383

ისანი

3 338

გლდანი

3 200

სამგორი

3 041

თბილისში ახალაშენებულ კერძო სახლებზე ფასები 2024 წლის პირველ კვარტალში, 2023 წლის მესოთხე კვარტალთან შედარებით, 0,7%-ით გაიზარდა, ხოლო 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით – 13,3%-ით.
ახალაშენებული კერძო სახლების ფასი თბილისში

რაიონი

კვადრატული მეტრის საშუალო მაჩვენებელი, ლარი

მთაწმინდა

4 250

ვაკე

3 080

საბურთალო

3 044

დიდუბე

3 010

ჩუღურეთი

2 766

კრწანისი

2 668

ისანი

2 514

ნაძალადევი

2 259

სამგორი

2 175

გლდანი

2 036

„საქსტატის" კვლევის თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ფასი ახლად აშენებულ კორპუსებში შეადგენს: ე.წ. შავი კარკასი – 2.849 ლარს, თეთრი კარკასი – 3.289 ლარს, მწვანე კარკასი – 3.738 ლარს. 2023 წლის პირველ კვარტალში ფასები ასეთი იყო: შავი კარკასი – 2.474 ლარი, თეთრი – 2.821, მწვანე – 3.284 ლარი.
ფასების ინდექსი მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია და მას უმეტესად საქართველოს ეროვნული ბანკი და კერძო დეველოპერები იყენებენ.
ის, ერთი მხრივ, ემსახურება უძრავი ქონების განვითარებისა და ბაზრის რისკების შეფასებას, ხოლო მეორე მხრივ – უძრავი ქონების ბაზარსა და ფინანსურ სტაბილურობასთან კავშირების დადგენასა და შეფასებას.
ყველა ახალი ამბავი
0