საქართველო 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის გამართვის თაობაზე განაცხადს შეიტანს

© AFP 2024 / Fabrice COFFRINI Кубок Лиги Чемпионов УЕФА
Кубок Лиги Чемпионов УЕФА  - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2024
გამოწერა
ახალი სტადიონი, რომლის მშენებლობაც 2028 წელს დასრულდება, „ბრიტანული სტილის" იქნება
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველო 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის თბილისში გამართვის თაობაზე განაცხადს შეიტანს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
თბილისი უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობისთვის განაცხადს მას შემდეგ გააკეთებს, რაც დედაქალაქში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი ახალი სტადიონის მშენებლობა დასრულდება. მშენებლობის სავარაუდო ლოკაცია ვაზიანის ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია იქნება. მშენებლობა 2028 წლისთვის დასრულდება. აქ ფეხბურთის და რაგბის მატჩები გაიმართება.
„მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე უკვე ახალ სტადიონზე. ვფიქრობ, ეს იქნება მნიშვნელოვანი საჩუქარი ქართული ფეხბურთისთვის და ქართველი გულშემატკივრისთვის", - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, ბოლო წლებში ქართულმა სპორტმა, განსაკუთრებით გუნდურ სახეობებში, უპრეცედენტო წარმატებებს მიაღწია.
2024 წლის ივნისში საქართველოს ფეხბურთის ნაკრები პირველად მიიღებს მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატში, 2023 წლის სექტემბერში ქართველი მორაგბეები პარიზში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდნენ, ხოლო 2023 წლის აგვისტოში კი კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა.
ყველა ახალი ამბავი
0