თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთნაკადი კვლავ იზრდება - მონაცემები განახლდა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2024
გამოწერა
მიმდინარე წლის მარტში თბილისის აეროპორტში მგზავრთა გადაადგილება 27%-ით, ბათუმის აეროპორტში კი 41%-ით გაიზარდა.
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთნაკადი 28% და 34%-ით გაიზარდა, იუწყება მედიაპლატფორმა BMG თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia–ს ინფორმაციაზე დაყრდნობით.
TAV Georgia-ს მონაცემების თანახმად, იანვარ-პარტში თბილისის აეროპორტი მოემსახურა 913,9 ათას მგზავრს, ბათუმის აეროპორტი კი 103,2 ათას მგზავრს.
რაც შეეხება სტატისტიკას, მიმდინარე წლის მარტში თბილისის აეროპორტში მგზავრთა გადაადგილება 27%-ით, ბათუმის აეროპორტში კი 41%-ით გაიზარდა.
თურქული კომპანია TAV-Georgia – TAV Airports Holding-ის შვილობილიკომპანია, რომელმაც საქართველოში საქმიანობა 2005 წელს დაიწყო. ამ კომპანიასთან კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი.
საქართველოში განხორციელებული 220 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები.
2016-2017 წლებში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა ახალი მოფრენის ტერმინალი.
მრავალმილიონიანი ინვესტიციების წყალობით, TAV Georgia ერთ–ერთი ყველაზე სანდო, სტაბილური და დინამიკური კომპანია გახდა საქართველოში. ამჟამად კომპანიაში 1,3 ათასი ადამიანია დასაქმებული.
ყველა ახალი ამბავი
0