ცოლზე ძალადობისთვის პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerოჯახური ძალადობა
ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2024
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავა, ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ გასული წლის ოქტომბრის თვეში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა ზესტაფონში, სამსახურში მიაკითხა მეუღლეს, ჩაისვა ავტომანქანაში და ეჭვიანობის ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა. შემდეგ იგი დაზარალებულს ავტომანქანის დაწვით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. იმავე დღეს, სახლში დაბრუნებისას, ბრალდებულმა მეუღლის ნების საწინააღმდეგოდ, თითქოსდა მისი დამშვიდების მიზნით, ფიზიკური ძალის გამოყენებით, რამდენიმე აბი წამალი დაალევინა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეზე არასრულწლოვნის თანდასწრებითაც ძალადობდა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, გამოძიება მყისიერად დაიწყო და პროკურატურასთან თანამშრომლობით მოპოვებული იქნა სამართალდამცავის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები, რის შემდეგაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე იგი დაკავებული იქნა.
სამართალდამცავს ბრალდება 48 საათში წარედგინება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0