ძიუდო: საქართველოს ნაკრებმა ხუთი მედალი მოიპოვა

© photo: Sputnik / Stringerლაშა შავდათუაშვილი
ლაშა შავდათუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2024
გამოწერა
საქართველოს გუნდმა ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ძიუდოს დიდი სლემის სამდღიანმა ტურნირმა, რომელიც თბილისში 22-24 მარტს ჩატარდა, საქართველოს ნაკრებს ხუთი მედალი მოუტანა - ოთხი ოქრო და ერთი ბრინჯაო, რის შედეგადაც საქართველოს ნაკრებმა საერთოგუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
ტურნირის პირველ დღეს პირველი ადგილი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ოლიმპიური მედლების მფლობელმა ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) დაიკავა, მეორე დღეს კი წარმატებით იასპარეზა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ).
დიდი სლემის დასკვნით დღეს ოქროს მედალს დაეუფლა ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური - 90 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალში მან აზერბაიჯანელი ელჯან ჰაჯიევი 51 წამში იპონით დაამარცხა და თბილისის ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო.
ბექაურის შემდეგ ტატამზე გავიდა ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი, მძიმე წონოსანი გურამ თუშიშვილი (+100 კგ). მან დასკვნით ბლოკში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველი უშანგი კოკაური დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა.
საქართველის ნაკრებს პირველი ბრინჯაოს მედალი საბა ინანეიშვილმა (+100 კგ) მოუტანა.
2023 წელს თბილისში დიდი სლემის ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები ლაშა ბექაური (90კგ), ილია სულამანიძე (100 კგ) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლებს გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) დაეუფლნენ, ხოლო ბრინჯაოს – ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ).
ყველა ახალი ამბავი
0