რუსეთში 24 მარტი საყოველთაო გლოვის დღედ გამოცხადდა

© photo: Sputnik / Кирилл Брага / გადასვლა მედიაბანკში„კროკუს სითი ჰოლში" მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
„კროკუს სითი ჰოლში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2024
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, მომხდარის შედეგად 133 ადამიანი დაიღუპა
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. მოსკოვის მახლობლად „კროკუს სითი ჰოლში" მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით რუსეთში 24 მარტი საყოველთაო გლოვის დღედ გამოცხადდა.
24 მარტის გლოვის დღედ გამოცხადების გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სპეციალურ მიმართვაში განაცხადა. მან მომხდარს სისხლიანი, ბარბაროსული ტერორისტული აქტი უწოდა და პირობა დადო, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები, ორგანიზატორები და დამკვეთები სამართლიან და გარდაუვალ სასჯელს მოიხდიან.
© photo: Sputnik / Stringerსაქართველოში „კროკუს სითი ჰოლში" დაღუპულლებს პატივი მიაგეს
В столице Грузии почтили память погибших во время теракта в Крокус Сити Холле - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2024
საქართველოში „კროკუს სითი ჰოლში" დაღუპულლებს პატივი მიაგეს
რუსეთში გლოვის დღის გამოცხადების უფლება მხოლოდ პრეზიდენტს აქვს. ამ დღეს ქვეყნის ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება და გასართობი ღონისძიებები უქმდება. ტელეარხები უარს ამბობენ სარეკლამო და გასართობ პროგრამებზე.
ტერაქტი „კროკუს სითი ჰოლში
სროლა და ხანძარი „კროკუს სითი ჰოლში“ 22 მარტს, პარასკევის საღამოს, ჯგუფ „პიკნიკის“ და სიმფონიური ორკესტრის კონცერტის დაწყებამდე მოხდა. მედიის ინფორმაციით, სულ მცირე სამი კამუფლიაჟიანი და უნიღბო მამაკაცი შეიჭრა საკონცერტო დარბაზში, ისინი ცეცხლსასროლი იარაღიდან ხალხს პირდაპირ დამიზნებით ესროდნენ და ასაფეთქებელი მოწყობილობებს ყრიდნენ.
ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 133 ადამიანი. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ 41 დაღუპულის შესახებ სახელობითი სია გამოაქვეყნა. ბოლო ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებულია 110-ზე მეტი ადამიანი.
© photo: Sputnik / Sergei Bobilev / გადასვლა მედიაბანკშიტერაქტი „კროკუს სითი ჰოლში"
Теракт в Крокус Сити Холле - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2024
ტერაქტი „კროკუს სითი ჰოლში"
შაბათს, დილით, FSB-ის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა ვლადიმირ პუტინს 11 ადამიანის, მათ შორის ოთხივე ტერორისტის დაკავების შესახებ მოახსენა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ Crocus City Hall-ში მომხდარ ტერაქტში.
უწყების ცნობით, ოთხივე ეჭვმიტანილი ბრაიანსკში დააკავეს. ტერაქტის შემდეგ მათ მანქანით გაქცევა და საზღვრის გადაკვეთა სცადეს.
საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მუხლით აღძრა. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ტერორისტების თანამზრახველების გამოსავლენად.
ყველა ახალი ამბავი
0