Голосование на выборах президента России за рубежом - Sputnik საქართველო, 1920
რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2024

რუსეთის მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემა სომხეთსა და თურქეთში შეუძლიათ

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის პრეზიდენტის არჩევნები
რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2024
გამოწერა
საქართველოში საარჩევნო უბნები ვერ იხსნება ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო
თბილისი, 16 მარტი – Sputnik. საქართველოში მცხოვრებ ან დროებით მყოფ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მეზობელ ქვეყნებში - სომხეთსა და თურქეთში.
უცხოეთში გახსნილ უბნებზე არჩევნები 17 მარტს გაიმართება. სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ოთხი კანდიდატი იბრძვის: ლეონიდ სლუცკი, ნიკოლაი ხარიტონოვი, ვლადისლავ დავანკოვი და ვლადიმირ პუტინი.
საარჩევნო უბნები 17 მარტს 8:00-დან 20:00 საათამდე (ადგილობრივი დროით) იქნება გახსნილი რუსეთის საელჩოში ერევანში, რუსეთის გენერალურ საკონსულოში გიუმრიში, ასევე რუსეთის გენერალურ საკონსულოში ტრაპიზონში.
საქართველოში საარჩევნო უბნები ვერ იხსნება ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
ყველა ახალი ამბავი
0