https://sputnik-georgia.com/20240221/nino-wilosani-vice-spikeri-gaxda-286460199.html
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ახალი მოადგილე ჰყავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ახალი მოადგილე ჰყავს
Sputnik საქართველო
ვიცე-სპიკერის პოსტზე წილოსანმა ირაკლი ჩიქოვანი შეცვალა 21.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-21T16:29+0400
2024-02-21T16:29+0400
2024-02-21T16:29+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286044277_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_f763b6def9dc6d6527bac0a949cf2740.jpg
თბილისი, 21 თებერვალი - Sputnik. დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე კანონმდებლებმა პარლამენტის თავმჯდომარის ახალ მოადგილედ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი 85 ხმით აირჩიეს.წილოსანმა, რომელსაც მეათე მოწვევის პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა, პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე ირაკლი ჩიქოვანი შეცვალა. ჩიქოვანმა საკანონმდებლო ორგანოდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლა და 2024 წლის 8 თებერვალს თავდაცვის მინისტრის პორტფელი ჩაიბარა.საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მიიღეს>>>გუშინ, 20 თებერვალს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვეტა.კობახიძის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილების პროექტს მხარი 86-მა პარლამენტარმა დაუჭირა, ჩიქოვანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მომხრე კი 78 დეპუტატი იყო.პარლამენტმა საქართველოს მთავრობას ახალი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ნდობა 8 თებერვალს გამოუცხადა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286044277_73:0:1212:854_1920x0_80_0_0_fc93890c359b7dfa23d674c1ca503c37.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ახალი მოადგილე ჰყავს
ვიცე-სპიკერის პოსტზე წილოსანმა ირაკლი ჩიქოვანი შეცვალა
თბილისი, 21 თებერვალი - Sputnik. დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე კანონმდებლებმა პარლამენტის თავმჯდომარის ახალ მოადგილედ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი 85 ხმით აირჩიეს.
წილოსანმა, რომელსაც მეათე მოწვევის პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა, პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე ირაკლი ჩიქოვანი შეცვალა.
ჩიქოვანმა საკანონმდებლო ორგანოდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლა და 2024 წლის 8 თებერვალს თავდაცვის მინისტრის პორტფელი ჩაიბარა.
გუშინ, 20 თებერვალს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვეტა.
კობახიძის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილების პროექტს მხარი 86-მა პარლამენტარმა დაუჭირა, ჩიქოვანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მომხრე კი 78 დეპუტატი იყო.
პარლამენტმა საქართველოს მთავრობას ახალი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ნდობა 8 თებერვალს გამოუცხადა.