https://sputnik-georgia.com/20240207/saqartvelos-2024-wlis-bolos-mravali-siaxle-elodeba-kobaxize-286172724.html
საქართველოს 2024 წლის ბოლოს მრავალი სიახლე ელოდება – კობახიძე
საქართველოს 2024 წლის ბოლოს მრავალი სიახლე ელოდება – კობახიძე
Sputnik საქართველო
საქართველოში 2024 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, პრემიერობის კანდიდატი სამთავრობო პროგრამას ამ პერიოდამდე წარმოადგენს. 07.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-07T22:21+0400
2024-02-07T22:21+0400
2024-02-07T22:21+0400
პოლიტიკა საქართველოში
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23386/53/233865364_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_902d0245e8ec9373e4159f6eea7a7bd0.jpg
თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მან ქვეყანაში პრობლემების გადაჭრის გზები უნდა განსაზღვროს, რის შემდეგაც წარმოდგენილი იქნება მთავრობის გრძელვადიანი პროგრამა მრავალი სიახლით.ირაკლი კობახიძე პრემიერის პოსტზე მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ წარადგინა. კობახიძე მთავრობის მეთაურის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს ჩაანაცვლებს, რომელმაც ეს თანამდებობა დატოვა და პარტიას ჩაუდგა სათავეში.მისი თქმით, მთავრობის განახლებული პროგრამა წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისში წარმოდგენილი იქნება, როგორც პარტიის პროგრამა, ხოლო შემდეგ – როგორც მთავრობის ახალი პროგრამა.საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე კობახიძის მთავრობა გადადგება, ხოლო პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, წარადგენს კანდიდატს მთავრობის მეთაურის პოსტზე.ხუთშაბათს, 8 თებერვალს კობახიძის კანდიდატურას ნდობის გამოცხადებისთვის პარლამენტის პლენარულ სხდეომაზე გაიტანენ.ნდობის გამოცხადების პროცედურა ითვალისწინებს პროგრამის წარდგენას და დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემას, რის შემდეგაც პარლამენტის დეპუტატებს ეძლევათ საშუალება, ტრიბუნიდან შეაფასონ კანდიდატი და მის მიერ წარმოდგენილი მთავრობა.რა წერია სამთავრობო პროგრამაში: ახალი დოკუმენტის შინაარსი უკვე ცნობილია>>დებატების დასასრულს კენჭი ეყრება ნდობის გამოცხადების საკითხს. ის მიღებულად ჩაითვლება, თუ მას პარლამენტის 76 წევრი მაინც დაუჭერს მხარს. მმართველ პარტიას „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“, რომელმაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი კობახიძე წარადგინა, საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალასთან“ ერთად, პარლამენტში 84 ადგილი აქვს.ოფიციალურად, კობახიძე პრემიერ-მინისტრი მხოლოდ მას შემდეგ გახდება, რაც მის დანიშვნას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოაწერს ხელს. თუ ზურაბიშვილი კენჭისყრიდან ორ დღეში უარს იტყვის პრემიერ-მინისტრის დანიშვნაზე, ის ავტომატურად ჩაითვლება მთავრობის მეთაურად.მინისტრობის კანდიდატები თავის თანამდებობებს პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე კობახიძის პრემიერ-მინისტრად დანიშვნიდან ორ დღეში დაიკავებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23386/53/233865364_461:36:1500:815_1920x0_80_0_0_e711e897240d07cf76a086565fdc549a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა საქართველოში, ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს 2024 წლის ბოლოს მრავალი სიახლე ელოდება – კობახიძე
საქართველოში 2024 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, პრემიერობის კანდიდატი სამთავრობო პროგრამას ამ პერიოდამდე წარმოადგენს.
თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მან ქვეყანაში პრობლემების გადაჭრის გზები უნდა განსაზღვროს, რის შემდეგაც წარმოდგენილი იქნება მთავრობის გრძელვადიანი პროგრამა მრავალი სიახლით.
ირაკლი კობახიძე პრემიერის პოსტზე მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ წარადგინა. კობახიძე მთავრობის მეთაურის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს ჩაანაცვლებს, რომელმაც ეს თანამდებობა დატოვა და პარტიას ჩაუდგა სათავეში.
„შემდეგი თვეები მომეცემა თითოეულ დარგში უფრო ღრმად ჩახედვის საშუალება, ეს დრო აქტიურად დაეთმობა იმას, რომ განისაზღვროს საკითხები, პრობლემები და ამის საფუძველზე უნდა მომზადდეს 4–წლიანი სამთავრობო პროგრამაც. სიახლეებიც არსებითად იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მთავრობის განახლებული პროგრამა წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისში წარმოდგენილი იქნება, როგორც პარტიის პროგრამა, ხოლო შემდეგ – როგორც მთავრობის ახალი პროგრამა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე კობახიძის მთავრობა გადადგება, ხოლო პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, წარადგენს კანდიდატს მთავრობის მეთაურის პოსტზე.
ხუთშაბათს, 8 თებერვალს კობახიძის კანდიდატურას ნდობის გამოცხადებისთვის პარლამენტის პლენარულ სხდეომაზე გაიტანენ.
ნდობის გამოცხადების პროცედურა ითვალისწინებს პროგრამის წარდგენას და დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემას, რის შემდეგაც პარლამენტის დეპუტატებს ეძლევათ საშუალება, ტრიბუნიდან შეაფასონ კანდიდატი და მის მიერ წარმოდგენილი მთავრობა.
დებატების დასასრულს კენჭი ეყრება ნდობის გამოცხადების საკითხს. ის მიღებულად ჩაითვლება, თუ მას პარლამენტის 76 წევრი მაინც დაუჭერს მხარს. მმართველ პარტიას „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“, რომელმაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი კობახიძე წარადგინა, საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალასთან“ ერთად, პარლამენტში 84 ადგილი აქვს.
ოფიციალურად, კობახიძე პრემიერ-მინისტრი მხოლოდ მას შემდეგ გახდება, რაც მის დანიშვნას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოაწერს ხელს. თუ ზურაბიშვილი კენჭისყრიდან ორ დღეში უარს იტყვის პრემიერ-მინისტრის დანიშვნაზე, ის ავტომატურად ჩაითვლება მთავრობის მეთაურად.
მინისტრობის კანდიდატები თავის თანამდებობებს პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე კობახიძის პრემიერ-მინისტრად დანიშვნიდან ორ დღეში დაიკავებენ.