მეუფე შიო: ვევედროთ უფალს, რომ შეგვაძლებინოს ქრისტე შევიმოსოთ

© Public Relations Service of the Patriarchate of Georgiaმეუფე შიო
მეუფე შიო - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2024
გამოწერა
19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავს.
თბილისი, 19 იანვარი— Sputnik. ყველა ადამიანს ახასიათებს ვნებები, განსაკუთრებით, ამპარტავნება. ეს ის თვისებაა, რომელიც სწორედ ხელს უშლის უფალს, შემოვიდეს ჩვენს გულში და იმოქმედოს, განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის თანამოსაყდრე მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებაზე.
19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს ნათლისღებას, ანუ წყალკურთხევას აღნიშნავს. ამ დღეს მონათლა იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე. დღეს საზეიმო წირვა საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში დილიდან აღევლინება.
მეუფე შიომ მრევლს და სრულიად საქართველოს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ადამიანები „სიმდაბლითაც უნდა შეიმოსონ“.
„გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს, ჩვენთვის გახსნილია გზა სულის ცხონებისკენ. წმინდა ნათლისღებას შევყავართ ჩვენ ეკლესიაში და დღეს ვევედროთ უფალს, რომ შეგვაძლებინოს ქრისტე შევიმოსოთ. და როგორც პავლე მოციქული ამბობს: „ამიერითგან აღარ ვიყოთ ღვთისთვის უცხო, არამედ სახლეურ ღვთისა“, - აღნიშნა მეუფე შიომ.
მან ასევე აღნიშნა, რომ სულის გადარჩენა შესაძლებელია მხოლოდ ღვთის ნებით, ამიტომ იესო ქრისტემ ყველა მორწმუნეს მონათვლისკენ მოუწოდა.
ნათლისღება უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია. სახარების მიხედვით, ამ დღეს იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე.
საეკლესიო კალენდარში ამ დღეს ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად სამება – ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვყავ”.
ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.
ნაკურთხ წყალს სახლში მიტანის შემდეგ ამრავლებენ, სხვა წყლიან ჭურჭელში ასხამენ და აპკურებენ სახლს ბოროტი ძალისგან დაცვის, ბაღ-ვენახებს – უხვი მოსავლის მიღების მიზნით.
ყველა ახალი ამბავი
0