საქართველოში ამიერიდან განსაკუთრებით მძიმე მკვლელობის საქმეები აღარ დაიხურება

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საქალაქო სასამართლო.
თბილისის საქალაქო სასამართლო. - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2023
გამოწერა
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობისთვის სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხანდაზმულობა მოეხსნა, ეს კი ნიშნავს, რომ ასეთ საქმეებზე სასჯელის დაკისრება ნებისმიერი დროის გასვლის შემდეგაც მოხდება.
სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი ცვლილებები უკვე შევიდა ძალაში.
საქართველოში ექვსწლიანი ხანდაზმულობის ვადა არის დადგენილი ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის, 10 წლიანი - მძიმე დანაშაულისთვის, 15 წლიანი - სამსახურებრივი დანაშაულისთვის, 20 წლიანი - განსაკუთრებით მძიმე სამსახურებრივი დანაშაულისთვის და 30 წლიანი - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის.
დღემდე არ გააჩნდა ხანდაზმულობის ვადა არაადამიანურ მოპყრობასთან, წამებასა და ადამიანებით ვაჭრობასთან და არასრულწლოვანთა პროსტიტუციასა და პორნოგრაფიაში ჩაბმასთან დაკავშირებულ დანაშაულებს.
ამიერიდან ხანდაზმულობის ვადა მოეხსნება ასევე განსაკუთრებით მძიმე მკვლელობებს, ტერორისტულ თავდასხმებსა და ტერორიზმს, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებსა და იარაღის უკანონო ვაჭრობასთან დაკავშირებულ დანაშაულებებს, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, პოლიციელების ან დაცვის თანამშრომლების მკვლელობას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს და სხვა მსგავსი დანაშაულებები.
ყველა ახალი ამბავი
0