https://sputnik-georgia.com/20231220/putini-rusetma-teritoriebi-ubralod-gasca-285087752.html
პუტინი: სსრკ-ის შექმნისას რუსეთმა უბრალოდ გასცა უზარმაზარი ტერიტორიები
პუტინი: სსრკ-ის შექმნისას რუსეთმა უბრალოდ გასცა უზარმაზარი ტერიტორიები
Sputnik საქართველო
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტი რუსეთი იყო, დარწმუნებულია რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი. 20.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-20T14:11+0400
2023-12-20T14:11+0400
2023-12-20T14:11+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
რუსეთი
ვლადიმირ პუტინი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/0e/284953800_0:189:3301:2047_1920x0_80_0_0_f8191885458baaa50a3d33dc6ccf044c.jpg
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტი რუსეთი იყო, დარწმუნებულია რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი.ასეთი განცხადება მან თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა.მისი თქმით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყნის დასავლეთი ტერიტორიები უკრაინას გადაეცა, რომლებიც მანამდე პოლონეთს ეკუთვნოდა. ამასთან დაკავშირებით პუტინმა აღნიშნა, რომ ისტორია ყველაფერს მაინც თავის ადგილს მიუჩენს — რუსეთი ჩარევას არ აპირებს, მაგრამ არც თავისას დათმობს.რუსეთის ლიდერი შეეხო უკრაინის კონფლიქტში დასავლეთის ჩართულობის თემასაც და აღნიშნა, რომ 2014 წელს დასავლეთის ქვეყნებმა მოუგეს რუსეთს უკრაინის საკითხში, მერე კი უარი თქვეს „მინსკი-2-ის“ რეალიზაციაზე.ამასთან რუსეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ნატოში შესვლა რუსეთისთვის მიუღებელია, — რაც დასავლეთის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/0e/284953800_98:252:1961:1649_1920x0_80_0_0_6d78454f2e9ace45dca380aafcae8576.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთი, ვლადიმირ პუტინი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთი, ვლადიმირ პუტინი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტი რუსეთი იყო, დარწმუნებულია რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი.
ასეთი განცხადება მან თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა.
„როდესაც რუსეთმა საბჭოთა კავშირი შექმნა, მან უბრალოდ მოსახლეობასთან ერთად გასცა რუსეთის უზარმაზარი ისტორიული ტერიტორიები, უზარმაზარი პოტენციალი და ჩადო კოლოსალური რესურსები მთელ ამ ტერიტორიაზე“, — აღნიშნა მან.
მისი თქმით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყნის დასავლეთი ტერიტორიები უკრაინას გადაეცა, რომლებიც მანამდე პოლონეთს ეკუთვნოდა. ამასთან დაკავშირებით პუტინმა აღნიშნა, რომ ისტორია ყველაფერს მაინც თავის ადგილს მიუჩენს — რუსეთი ჩარევას არ აპირებს, მაგრამ არც თავისას დათმობს.
რუსეთის ლიდერი შეეხო უკრაინის კონფლიქტში დასავლეთის ჩართულობის თემასაც და აღნიშნა, რომ 2014 წელს დასავლეთის ქვეყნებმა მოუგეს რუსეთს უკრაინის საკითხში, მერე კი უარი თქვეს „მინსკი-2-ის“ რეალიზაციაზე.
„შტატებმა, როგორც თავად მიაჩნიათ, რუსეთის ევროპასთან ურთიერთობის გაწყვეტით, უკრაინა მოგგვლიჯეს. სამწუხაროდ, ამ მხრივ მათ მიაღწიეს იმას, რაც სურდათ. უბრალოდ ჩვენ სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდით. თუ ყველაფერი უნდა ჩაგვებარებინა და გვეცქირა, როგორ აწკლაპუნებდნენ პირს ზედიზედ ყველაფრის ყლაპვისას? ეს ჩვენი ძირძველი რუსული ტერიტორიაა. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებდით“, — განაცხადა პუტინმა.
ამასთან რუსეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ნატოში შესვლა რუსეთისთვის მიუღებელია, — რაც დასავლეთის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.