https://sputnik-georgia.com/20231127/monakosi-rvinis-festivalze-qartuli-rvinis-prezentacia-gaimarta-284514829.html
მონაკოში ღვინის ფესტივალზე ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა
მონაკოში ღვინის ფესტივალზე ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა
Sputnik საქართველო
ქართული ღვინის მწარმოებელი ცხრა კომპანიის ღვინო Salon Monte Carlo Gastronomie-ზე იყო წარმოდგენილი 27.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-27T10:13+0400
2023-11-27T10:13+0400
2023-11-27T10:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ღვინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/1a/284512143_0:220:1601:1120_1920x0_80_0_0_ea7eb21aacf7e58211bfbf541d5cbbad.jpg
თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. მონაკოში, ქალაქ მონტე-კარლოში, ღვინისა და გასტრონომიის ფესტივალზე Salon Monte-Carlo Gastronomie ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.ფესტივალზე ქართული ღვინის მწარმოებელი ცხრა კომპანიის ღვინო იყო წარმოდგენილი: „შალაურის ღვინის მარანი“, „ენშენთ ველი“, „კონჭო და კომპანია“, „თავანკარი“, „შუხმან ვაინს ჯორჯია“, „ვინივერია“, „ქვევრის ღვინის მარანი“, „ვაზისუბნის მამული“ და „შატო მუხრანი“.ფესტივალს ათასობით სტუმარი, როგორც ღვინის მომხმარებელი, ასევე კომერციული და HoReCa სექტორის წარმომადგენელი დაესწრო, რაც უმნიშვნელოვანესია ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით.„Salon Monte Carlo Gastronomie” ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა აღნიშნულ რეგიონში, რომელში მონაწილეობაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას არა მარტო მონაკოში, არამედ საფრანგეთში, ნათქვამია განცხადებაში.წყარო - ღვინის ეროვნული სააგენტო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/1a/284512143_0:0:1601:1200_1920x0_80_0_0_b3b0549fa41285034097d073fdca0739.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ღვინო
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ღვინო
მონაკოში ღვინის ფესტივალზე ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული ღვინის მწარმოებელი ცხრა კომპანიის ღვინო Salon Monte Carlo Gastronomie-ზე იყო წარმოდგენილი
თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. მონაკოში, ქალაქ მონტე-კარლოში, ღვინისა და გასტრონომიის ფესტივალზე Salon Monte-Carlo Gastronomie ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
ფესტივალზე ქართული ღვინის მწარმოებელი ცხრა კომპანიის ღვინო იყო წარმოდგენილი: „შალაურის ღვინის მარანი“, „ენშენთ ველი“, „კონჭო და კომპანია“, „თავანკარი“, „შუხმან ვაინს ჯორჯია“, „ვინივერია“, „ქვევრის ღვინის მარანი“, „ვაზისუბნის მამული“ და „შატო მუხრანი“.
ფესტივალს ათასობით სტუმარი, როგორც ღვინის მომხმარებელი, ასევე კომერციული და HoReCa სექტორის წარმომადგენელი დაესწრო, რაც უმნიშვნელოვანესია ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით.
„Salon Monte Carlo Gastronomie” ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა აღნიშნულ რეგიონში, რომელში მონაწილეობაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას არა მარტო მონაკოში, არამედ საფრანგეთში, ნათქვამია განცხადებაში.