საპენსიო აქტივების სტატისტიკა - ბოლო მონაცემები

© Sputnik / Alexander Imedashviliლარის კუპიურები
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2023
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1,5 მლნ ადამიანია.
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება, 31 ოქტომბრის მდგომარეობით, 4 მილიარდი ლარია, ნათქვამია საქართველოს საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ამ დროისათვის საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 708 მილიონ ლარს შეადგენს.
ბოლო მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1,5 მლნ ადამიანია. დღეისათვის დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 6,1 ათასმა პირმა, მათზე გაცემული თანხა კი 17,5 მლნ ლარს შეადგენს.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.
რამდენი მიიღეს პენსიონერებმა დაგროვებითი პენსიის ფარგლებში>>
24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.
ყველა ახალი ამბავი
0