სიახლეები დაგროვებით საპენსიო სისტემაში - პროექტი პრეზიდენტის ხელმოწერას ელოდება

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2023
გამოწერა
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა
თბილისი, 4 ნოემბერი— Sputnik. საქართველოში დაგროვებითი პენსია სავალდებულო გახდება ყველა დასაქმებულისთვის, საპენსიო აქტივების ინვესტირების სისტემა კი უფრო მრავალფეროვანი, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შესაბამის ცვლილებები პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო.
სიახლის თანახმად, დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობა სავალდებულოა 55 წლამდე ქალებისა და 60 წლამდე მამაკაცებისთვის.
ცვლილებების მიხედვით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა გავრცელდება საქართველოს ყველა მოქალაქეზე, მათ შორის არარეზიდენტებზე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებსაც აქვთ მუდმივი ბინადრობის ნებართვა.
მოქმედი სისტემით, არარეზიდენტებს დაგროვებითი საპენსიო სისტემაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ.
გარდა ამისა, დამსაქმებელთა სისტემაში, რომლებიც თანაბრად მონაწილეობენ დასაქმებულებთან ერთად, მოხვდებიან ის პირებიც, რომლებიც იხდიან მომსახურებისთვის, მაშინ როცა მოქმედ ვერსიაში, დაგროვებით ანგარიშებზე შენატანები ეხებოდა დამსაქმებლებს, რომლებიც იხდიან მხოლოდ სამუშაოსთვის.
როდის მიიღებს პარლამენტი საპენსიო სიახლის გადავადების შესახებ კანონპროექტს>>>
თავად პროცენტი იგივე რჩება - 2% დასაქმებულისგან, 2% დამსაქმებლისგან და2% სახელმწიფოსგან, თუ დასაქმებულის წლიური შემოსავალი 24 ათას ლარზე ნაკლებია და 1% თუ დასაქმებულის წლიური შემოსავალი 24 ათასიდან 60 ათას ლარამდეა.
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებული თვითდასაქმებულები და დასაქმებულები საპენსიო სქემაში მონაწილეობისას გადაიხდია 4%-ს, დამსაქმებლები კი 2%-ს.
ცვლილებების მიხედვით, ეს წესი ძალაში დარჩება 2028 წლის პირველ იანვრამდე. იგივე რეგულაცია იყო 2023 წლის სექტემბრამდე, სანამ არ ამოქმედდა „დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონის ის რეგულაციები, რომლებიც ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით ანაწილებდა მოქალაქეებს სხვადასხვა პორტფელში.
2028 წლის შემდეგ აქტივები გადანაწილდება სქემაში მონაწილეთა ასაკიდან გამომდინარე:
40 წლამდე – მაღალი რისკის პორტფელში;
40-დან50-წლამდე – საშუალო რისკის პორტფელში;
50-წლიდან – დაბალი რისკის პორტფელში.
საპენსიო სქემის მონაწილეებს აქვთ უფლება თავად შეცვალონ საინვესტიციო პაკეტი
კანონში ცვლილებები პრეზიდენტის ხელმოწერისა და „საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნების შემდეგ შევა ძალაში.
ყველა ახალი ამბავი
0